ჩამოვედი

ნაცნობი ადამიანების დიალოგების მოსმენა არ მიყვარს,

მაგრამ

უცხოებისას ვერაფერი მოვუხერხე.

პირველი მარტია.

გაზაფხულის პირველი დღე

და

თოვს.

სიცივითაა სავსე ბორჯომი.

ადამიანების გულებშიც კი შეუღწევია სიცივეს

და გულგაყინულები ერთმანეთს ედავებიან.

არ მესიამოვნა

ასეთი ამბავი რომ დამხვდა ჩამოსვლისას.

მამა ამბობდა დიდ ქალაქში კიდევ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს,

მაგრამ ბორჯომი პატარა ქალაქია,

დაუშვებელია ერთმანეთი ასე დავჭამოთო.

მაგრამ აბა მამას ვინ უსმენს.

ის კი არა,თავისი სიტყვაც არ ესმით

ისეთი ყაყანია.

მუნიციპალიტეტს რომ ჩავუარე,

ტელევიზიები დავინახე მობილიზებული.

ჟურნალისტებს საკბილო ჩაუვარდათ-მეთქი,ვიფიქრე.

ისე,ბორჯომის ჟურნალისტები კი შემეცოდნენ

და თან სიამაყემ გამკრა.

ასეთი გუნდურობა სხვაგან იშვიათად თუ შეგხვდებათ.

საქმეშიც და საქმის გარეთაც

ერთად უმკლავდებიან ყველაფერს.

ვიცნობ და ამას იმიტომაც ვამბობ.

სპეცრაზმი,

სპეცრაზმი,

სპეცრაზმი,

ჟურნალისტი,

მერიის თანამშრომელი,

ისევ სპეცრაზმი

და ასე

დაუსრულებელი წრე.

ჩავჯექი ტრანსპორტში.

ცივა.

ცივა.

ვცდილობ როგორმე ხელები გავითბო.

ერთი კაცია ხოლმე,

ტანისამოსს ყიდის გარეთ,

თავისივე მანქანაზე აქვს გამოფენილი.

მტრედებს კვებავს ხოლმე.

შემოუსხდებიან გარშემო და ხან მზესუმზირას მიირთმევენ,

ხან პურის ნამცეცებს.

ორი ადგილია უკან დარჩენილი.

ამ ორი ადგილის ‘მფლობელებიც’ ამოვიდნენ.

-რა ამბავია ბიჭოო?!

-აბაა,არ თქვა.

-ვის გაუგონია ასე?!

-ხალხზე არავინ ფიქრობს,არავინ!

-არა,არა.

-მე ვიცი მაგათ რაც უნდათ.

ხომ გახსოვს სომხეთში რაც გააკეთეს?

-როგორ არა,როგორ არა.

-ჰოდა,აი ასე 5 ავტომატიანი უნდა ‘შეუგდო’ მაგათ

და ამოხოცონ სულ ყველა,ღირსები არიან!

-ღირსები არიან,ღირსები არიან.

-რას გვიკეთებენ!

-არ თქვა,ჩვენზე არავინ ფიქრობს!

-სომხეთში 1 თეთრი რომ მოუმატეს დენზე,ხომ გახსოვს რა ამბავი იყო?

აქ კიდევ,საახალწლოდ 1 თეთრი კი არა,

დენი,

წყალი,

გაზი-ყველაფერი ერთად იმატებს

და მიდი და ახალე თავი კედელს.

-აბაა,ეგრე იციან.

ნოემბერში გათიშავენ გაზს ერთი დღე და მიდის ჰაერიიიი…

-ხალხზე არ ფიქრობენ ეგენი.მიდი,იმუშავეო და მეც რაღა ვიმუშაო,ადრე მიხაროდა და სიამოვნებით ვაკეთებდი.ახლა მძულს რომ ვუყურებ.

აღარ მინდა.

-ხახახახახაა.

-ხალხზე არ ფიქრობენ..

5ავტომატიანი უნდათ მაგათ…

თოვს.

ადამიანის გულებშიც შეაღწია სიცივემ.

 

One thought on “ჩამოვედი

Leave a comment