შენ ხარ

შენ ხარ – მიყვარხარ

და 

მე ვარ

ვინც ამ სიტყვას გეუბნება.

ვისაც შეუძლია მოვიდეს და უბრალოდ გითხრას, რომ თავისს გაგხდის და

ვინც უფრთხილდება იმ სამყაროს პატარა ნამცეცს, რომელიც შენ ხარ 

და ცდილობს,

რომ შეგინარჩუნოს მოპოვებული ბედნიერება. Continue reading “შენ ხარ”

უშველებლი კაცი

დაღლილი ვარ.

ნაწყენი.

გაბრაზებული.

განადაგურებული.

ვზივარ ავტობუსში მძიმე ჩანთით

და

დიდი ხის დაფით.

შეიძლება ფეხით გამესწრო.

საცობია.

თითქმის არც კი ვიძვრით ადგილიდან.

თავისუფალია ავტობუსი.

Continue reading “უშველებლი კაცი”

*

ერთხელ ვთქვი ბევრი მეგობარი მჭირდება-მეთქი.

დიდხანს ვიფიქრე

ერთდროულად

როგორ გამეჩინა

ბევრი მეგობარი.

მერე ავდექი, Continue reading “*”

ჩვენ.

ჩვენ ერთმანეთის გარდა არასდროს არავის არ ვერჩოდით.

ერთმანეთში კი გვქონდა დიდი ამბები,

მაგრამ,

რაც ჩვენში ხდებოდა,

ჩვენშივე რჩებოდა.

ჩვენ ღიმილიანი სახე გვქონდა

და

ბევრი ცუდიც რომ ეკეთებინათ ჩვენთვის, Continue reading “ჩვენ.”

საქმე.

თბილისიდან ბორჯომში გამომყვა საქმე.
არ მოვიცდიო.
საბარგულში მოთავსდა და მთელი გზა მეჩურჩულებოდა,
შენც კარგად იცი მოცდა რომ არ მიყვარსო.
არადა მე სულ ვალოდინებ. Continue reading “საქმე.”

don’t worry

რამდენიმე დღეა მოვდივარ,

ყავას ვსვამ,

ოთახში შევდივარ,

ტელეფონით პირად მიმოწერებს ვაწარმოებ,

რომლებიც რეალურად ძალიან მოსაბეზრებელია,

ვწვები

და

ემოციების გარეშე მივჩერებივარ ლეპტოპს.

Continue reading “don’t worry”

სხვისგულნაყურები გული

რა რთულია…

ადამიანები მოდიან,

ვეჩვევით,

ვიწონებთ,

ვიყვარებთ,

ვაჰაერებთ,

მერე კიდევ უარესი

სასუნთქადაც ვაქცევთ

და

ჰაერიც ისაა და სასუნთქიც… Continue reading “სხვისგულნაყურები გული”

ჩამოვედი

ნაცნობი ადამიანების დიალოგების მოსმენა არ მიყვარს,

მაგრამ

უცხოებისას ვერაფერი მოვუხერხე.

პირველი მარტია.

გაზაფხულის პირველი დღე

და

თოვს.

სიცივითაა სავსე ბორჯომი.

ადამიანების გულებშიც კი შეუღწევია სიცივეს

და გულგაყინულები ერთმანეთს ედავებიან.

Continue reading “ჩამოვედი”

ისევ მიყვარხარ

შევხვდით.

როგორც იქნა  შევხვდით.

დარწმუნებული ვარ შემეფაკლა ლოყები.

არ შევიმჩნიე.

დავფიქრდი,გამარჯობა მეთქვა თუ არა.

რამდენხანს ვიკრებდი ამისთვის ძალას.

რამდენჯერ დავგეგმე.

მიდი,უთხარი რაღას ელოდებიო-

შინაგანმა ხმამ ჩამძახა.

ამოვისუნთქე,

Continue reading “ისევ მიყვარხარ”